Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილი: სანდრას მამას მატერიალური ზიანის მიყენება ჩემთვის დღემდე არ უპატიებია


2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, ხის სახლი ააშენა. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე ახლოს იყო წყალსაცავთან. გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ, - ასეთ ისტორიას იხსენებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ექს-პრეზიდენტის თქმით, სანდრას მამას მისთვის მატერიალური ზიანის მიყენება დღემდე ვერ უპატიებია.

მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა. შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 -ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი მანძილი 50 იყო).

როგორც კი ამ ამბავმა ჩემს ყურამდე მოაღწია, სანდრასთან შეთანხმებით, გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ. ხის მასალები იქვე დავაწყვეთ და სანამ მოვიკითხავდით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრას მამასთვის, ედუარდისთვის ეს არ იყო დიდი ხარჯი, მას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...