Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები (ვიდეო)


 “როცა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები. ერთი ადამიანის მსახურებაშია გადასული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს დახმარებით მიღებული სიკეთეები ელიტური ოჯახების ჯიბეებში ილექება.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო მზადება და საზოგადოებას სიგნალი გაუგზავნა, როგორი იქნება ეს პერიოდი. მათ აწყობთ მოცემულობა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მტრის ხატი, რომელსაც უსწორდებიან ფიზიკურად და თუ გავიხსენებთ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობაც მსგავსად იქცეოდა. ეს არის მეთოდი, რომელიც განწირულ ხელისუფლებებს ახასიათებთ ხოლმე და ყველამ
ვიცით მათი ლოგიკური დასასრული.”

 
 ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...