მედია - მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის
მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები „ვაგნერის“ მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, - ამის შესახებ „გარდიანი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება.
„შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის.
ამას გარდა, როგორც „გარდიანი“ წერს, „Google Maps“-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია.
შეგახსენებთ, რომ „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ მაგისტრალზე „ვაგნერის“ კოლონა გამოჩნდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.