გახარია მთავრობას - მოიწვიეთ უსაფრთხოების საბჭო და დროებით ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან, საფრთხე რეალურია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის, „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს , მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და „დაიცვას ქვეყნის ინტერესები”.
„არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან. საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო”. – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.