Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

სისტემური და საკანონმდებლო ხარვეზების „მკურნალობა“ კოსმეტიკური მეთოდებით, ანუ ნაციონალური აჩრდილი „სოციალური მომსახურების სააგენტოში“


katya

1.634 views

2 თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე ადამიანები გამოცდილ კადრად ითვლება შესაბამისი აგიტაცია–პროპაგანდისთვის. ისინი 9 წლის მანძილზე ზოგი ნებით, ზოგი დავალებით და იძულებით, აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ერთი, ანუ მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის გაძლიერებას ემსახურებოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა მოქნილი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მარტივად არეგულირებდა ხალხის განწყობას, დამოკიდებულებას. გასცემდა დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ სოციალურ დახმარებებს და გარანტიებსაც იღებდა ამომრჩეველთა ხმებით.

ყველას გვახსოვს ზარ–ზეიმით გამოცხადებული შედეგი ახალი ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრის მიერ, როცა ათეულ–ათასობით ადამიანს შეუწყდა სოციალური დახმარება იმ მოტივით, რომ მათი უმრავლესობა დახმარებას დაუმსახურებლად იღებდა. უმრავლესობა რომ დაუმსახურებლად აღარ მიიღებს ეს ძალიან კარგი, მაგრამ მათ შორის ხომ იყო დამსახურებული უმცირესობაც? ამ თემის განხილვა შორს წაგვიყვანს, მითუმეტეს, მაშინვე დიდი დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია საზოგადოებაში. ძალიან ცოტა იყო კმაყოფილი და ბევრი – უკმაყოფილო. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმის თქმა გვინდოდა, რომ აღმოჩენილი დარღვევების პრიოდშიც და ახლაც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს პავლე ცაძიკაძე ხელმძღვანელობდა.

წინა მასალის გამოქვეყნების შემდეგ უფრო მეტი აქტიურობის იმედი გვქონდა უწყებიდან. მოყვანილი ფაქტების გაპროტესტებას, ახსნა–განმარტებას მაინც ველოდით, მაგრამ ყველაფერმა ისეთ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ამ „მოჩვენებითი გულგრილობის“ გამო ჩვენ დავკარგეთ მოსვენება, რადგან არის საშიშროება, სააგენტოში არც არაფერი შეიცვალოს კონკრეტული პირების გაშვების ან გადაადგილების გარდა. არადა წინა მასალის მთავარი თემა წლების მანძილზე სპეციალურად დანერგილი მუშაობის პრაქტიკა იყო. ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს შედეგობრიობის თვალსაზრისით, რომელი ხელისუფლების ხელში დარჩება სოციალური მომსახურების სააგენტო ამომრჩეველზე ზეგავლენის ერთ–ერთ ბერკეტად.

უამრავჯერ გვსმენია სააგენტოს მუშაობის პრინციპში არსებულ ხარვეზებზე, რომლებიც იძლევა არასწორი და უკანონო ქმედებების შესაძლებლობას, სოციალური აგენტების მუშაობის მძიმე პირობებზე და მინიმალურ ანაზღაურებაზე. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა საუბარი მიდის ქვეყანაში პასუხისმგებელ პირთა ადექვატურ სახელფასო ანაზღაურებაზე, რათა ეს იყოს კორუფციისგან თავის დაცვის ერთ–ერთი პირობა.

მოსამართლეებს ხელფასები უნდა მოემატოთო, გაიჟღერა გასულ კვირას პრემიერისგან და დაუდასტურა ბატონმა კუბლაშვილმა. გასაგებია, რომ მოსამართლეს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, ის წყვეტს ადამიანის ბედს და ადგენს სამართალს, მაგრამ არსებობს სხვა საპასუხისმგებლო პოზიციები, სადაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კადრების პატიოსნება, კვალიფიკაცია და მოტივაცია. ერთ–ერთი მათგანი სოციალური აგენტის შრომაა, რომელიც ასევე წყვეტს კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ოჯახების ბედს და მათ პატიოსნებასა და კვალიფიციურობაში აბსოლუტურად უნდა იყოს დარწმუნებული უწყების ხელმძღვანელიც და სახელმწიფოც.

როგორც ჩვენთვს ცნობილია, გლდანი–ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრში ბოლო 2 კვირაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: ქალბატონი რუსუდან წიკლაური დაინიშნა უფროს სოციალურ მუშაკად. შეგახსენებთ, ეს ის რუსუდან წიკლაურია, „ნაცებს“ რომ განუდგა წინასაარჩევნოდ და სამადაშვილის საარჩევნო კამპანიის კულუარული მეთოდების გასაჯაროებით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი აღიარება და ნდობა მოიპოვა. ის გლდანში რიგით აგენტად 2013 წლის აპრილში მივიდა და, ერთი თვის მუშაობის შემდეგ ისეთი „დარღვევები“ გამოავლინა, განყოფილების უფროსი და მთავარი სოციალური მუშაკები მყისიერად გაათავისუფლეს. დღეს ქალბატონი რუსუდანი უფროსი სოციალური აგენტია. როგორც ამბობენ, სერვის–ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ძალიან ნდომებია გლდანის მაჟორიტარ სოსო ჯაჭვლიანის ბიუროს თანამშრომელს ნინო სამაშვილს, მაგრამ „ცენტრმა“ გურამ გორგილაძე დაინიშნა, პავლე ცაძიკიძის განყოფილების, ანუ სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. გორგილაძე ადრე აჭარაში, სააგენტოს საპენსიო განყოფილებაში მუშაობდა. ბოლო წლებია თბილისის ცენტრალურ ოფისში მუშაობს. იქ კი თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის თანამოაზრეობის გარეშე ვერავინ იქნებოდა. იმასაც ამბობენ, რომ გლდანის ოფისში არის მცდელობა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების, რაც ამ ეტაპზე სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მხრივ შეიმჩნევა – გამოუყვეს ცალკე სამუშაო ოთახი და კომპიუტერებით უზრუნველყოფასაც დაპირდნენო. ეს უკვე შედეგია, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რა მასშტაბის საკითხები და პრობლემებიც წინა ინტერვიუში დაისვა.

შეიცვლება თუ არა ძირეულად სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის პრინციპი და სტრუქტურა, ამას დრო გვაჩვენებს. იქამდე კი კიდევ ერთი გამოხმაურება და არაერთი საყურადღებო ფაქტი ამ თემაზე, ამჯერად რაჭის რეგიონიდან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ წინა მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვეხმაურა ქალბატონი თეა ბენდელიანი. ის 2005 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 16 მაისამდესოციალურიმომსახურებისსააგენტოსამბროლაურისრაიონულიგანყოფილებისუფროსი იყო და, როგორც ირკვევა, 2012 წელს ნაციონალებმა პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს. მისი მეუღლე, ზაალმეტრეველიკოალიცია ,,ქართულიოცნებისამბროლაურისშტაბისწევრი იყო. ქალბატონი თეას განთავისუფლებისოფიციალურმიზეზად კიბრძანებაშიმოხსენიებულიასააგენტოსდებულებისარაჯეროვნადშესრულება.

ამბროლაურის სერვის–ცენტრის ყოფილი უფროსი არაერთ საგულისხმო ფაქტს შეეხო. მათი გადამოწმებით, წესით, სააგენტოს ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, გადაწყვეტილებებთან ერთად.

ქალბატონო თეა, თქვენ ამბობთ, რომ დახმარების დანიშვნა თქვენს რაიონში, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ ფაქტორს ექვემდებარებოდა.

თუ ,,ზოგიერთებს” უნდოდათ, შეფასების მიუხედავად, ოჯახს ფულადი დახმარებაც ენიშნებოდა და პოლისიც ეძლეოდა. ნაც. მოძრაობის მომხრეებს და მეგობრებს სწორედ ასეთი გზებით ენიშნებოდათ დახმარებები.ამსაქმესრაჭალეჩხუმისადაქვ. სვანეთისმხარეშისაკოორდინაციოცენტრისუფროსიგოჩასუთიძეაგვარებდა.

რას ნიშნავს აგვარებდა?

ამ ოჯახების დეკლარაციები ,,სხვანაირადითვლებოდა, რასაც სააგენტოში ერთ -ერთი სამმართველოს უფროსი კეთებდა. მთავარია, ზემოაღნიშნული ოჯახების სიები მას დეკლარაციის ქულის გადათვლის მომენტისთვისქონოდა. ამ ,,პრობლემას” სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი ანდრია ურუშაძესისტემურ ხარვეზს ძახდა თვალის ასახვევად. ანუჩვეულებრივ მოკვდავთ ეუბნებოდნენ, რომ პროგრამას აქვს ხარვეზი, რომლის გამოც დახმარების მიმღები ხდებიან ის ოჯახები, რომლებსაც დახმარება არ ეკუთვნით.

მშვენიერი გამოსავალია.

ურუშაძის ხელში ეს ხარვეზი 25%-იანი ცდომილება იყო. მერე, როცა ურუშაძე გამინისტრდა და სააგენტოს დირქტორი წამალაშვილი გახდა, 10-12 პროცენტამდე დავიდა. ამ საკითხზე ჩემმა განყოფილებამ ფარული ექსპერიმენტიც კი ჩაატარა, რა თქმ აუნდა კანონის სრული დაცვით. ყველას გვიკვირდა, რატომ ჰქონდა გუბერნატორგაგოშიძესთან დახლოებულ ერთერთ ოჯახს ფულადი დახმარება, როცა აგენტს ,,საშულოზე მაღალიშეძლების ოჯახად ჰყავდა შეფასებული. ოჯახი გადავამოწმეთ ჩუმად, ისე, რომ გოჩა სუთიძეს არ გაეგო. დაველოდეთ შეფასებას. უზარმაზარი ქულა მოვიდა. ეს გაიგო გუბერნატორმა და პირველად მაშინ დამემუქრა მოხსნით. გოჩა სუთიძემ კი თავი შემდეგნაირად იმართლა: – „არ ვიცოდი ბატონო დავით თუ გადაამოწმეს, თორემ ხომ იცით რომ გამეგო ისევ მოუწევდა დახმარებაო.“

თქვენ ბრძანეთ, რომ მუდმივი ზეწოლის ქვეშ გიწევდათ მუშაობა. რაში გამოიხატებოდა?

ჩემი მეუღლე ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ გაემიჯნა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 2007 წელს, გაწევრიანდა ,,საქართველოს კონსერვატიულ პარტიაშიდა მალევე დაინიშნა რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ რაჭალეჩხუმისა და ქვ. სვანეთის მხარეში. მხარის მაშინდელმა გუბერნატორმა ოთარ სირაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსისგოჩა სუთიძის პირით რამდენჯერმე მომთხოვა დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, რაზედაც, პრინციპული უარი განვაცხადე. ამ დროისთვის ჩემი მეუღლე უკვე გაათავისუფლეს ამბროლაურის გამგეობაში სპორტის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსობიდან. დიდი მცდელობის მიუხედავად, დარღვევა ვერ აღმოაჩინა არაგეგმიური შემოწმებით შემოსულმა ფინანსურმა პოლიციამაც. ფეხმძიმედ ვიყავი და დაძაბულობის ფონზე მუცელი მომეშალა. მას შემდეგ, ანდრია ურუშაძის ყოველი ვიზიტი ამბროლაურის რაიონში ჩემდამი მუქარით მთავრდებოდა, – როგორც კი მოისურვებდა მაშინვე გამიშვებდა სამსახურიდან. 2010 წელს რაჭალეჩხუმისა და ქვ. სვანეთის მხარის განყოფილების უფროსებმა, საკოორდინაციო ცენტრის უფროსთან ერთად დისციპლინარულ სასჯელი მიიღეს, მე არ დამაკისრეს არანაირი სასჯელი, რადგან ჩემს განყოფილებაში არათუ დანაშაული, არამედ დარღვევაც არ აღმოჩენილა. მაშინ ბატონმა ურუშაძემ საყვედური გამომიცხადა იმ ,,სამსახურეობრივი ვალდებულების შეუსრულებლობისგამო, რასაც ყოველთვის ზედმიწევნით ვასრულებდი. მალე ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დააწინაურეს. ჩემს მიმართ საყვედურის გამოცხადების ფაქტი სააგენტოს ახალ დირექტორთან, მორის წამალაშვილთან გავაპროტესტე და მტკიცებულებები წარვუდგინე, პასუხად მივიღემართალი ხარ, მაგრამ კაცი მინისტრია და მის ბრძანებას ხომ ვერ გავაუქმებო?.

თქვენ როდის გაგანთავისუფლეს?

2012 წელს. გაზაფხულზე ამბროლაურში კოალიცია ,,ქართულმა ოცებამ” შტაბი გახსნა, სადაც მეუღლეც გაწევრიანდა. ეს ფაქტი იყო ჩემი სამსახურიდან მოხსნის უმთავრესი მიზეზი, მეორე მიზეზიწინააღმდეგობა გავწიე მხარის საკოორდინაციო ცენტრის უფროსს გოჩა სუთიძ და წინასაარჩევნოდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ მოსყიდულ ადამიანთა დახმარების დანიშვნაზე ხელ არ მოვაწერე. აპრილმაისიდან დაიწყო იმ ოჯახთა სიების, .. გუბერნატორების სიების ფორმირება.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის დათო დვალიძის (რომელიც ლადო ვარძელაშვილის ქვისლი იყო) თქმით, ჩემი მოხსნა სრულიად მოსალოდნელი ამბავი იყო და არ უნდა გამკვირვებოდა, მე ხომ ოპოზიციონერი ვიყავი.

მბრალდებოდა ოპოზიციური ქადაგებები მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან, თანამშრომლების ოპოზიციის მხარეს გადაბირება და ყველა ამ ბრალდების ავტორები ბრძანდებოდნენ მხარის გუბერნატორი დავით გაგოშიძე და სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვ.სვანეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ბატონი გოჩა სუთიძე .

გუბერნატორის წყრომა იმითაც დავიმსახურე, რომ მისი ცოლის ნათესავს დახმარება მოვუხსენით და მისი მეგობარი ქალბატონი კანონდარღვევით არ დავნიშნე ქმედუუნარო, მარტოხელა, ფსიქიურადდაავადებული ადამიანის მეურვედ, რომლის ბინის ხელში ჩაგდებასაც გეგმავდა.

რაჭა იყო კუთხე, სადაც ყველაზე ნაკლებად გამოიხატებოდა მთავრობის პოლიტიკური რეპრესიები საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით,

მაგრამ რაჭას მართავდა გაგოშიძე–ტეშელაშვილის კლანი. გაგოშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის,დათო ტყეშელაშვილის ნათესავია. ფიქტიურად საკოორდინაციო ცენტრს მართავს გოჩა სუთიძე. ფაქტიური მმართველი მისი ცოლია. სუთიძე მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, ან ნაბახუსევზეა. სამსახურში მუდმივად ქეიფი დაკარტის თამაშია. საყვარელი მცენარეკანაფი. ამიტომაც უყვართ ცაძიკიძის ზოგიერთ თანამშრომელს ,,გოჩუნიკასთანჩამოსვლა, იციან, ,,პატივნაცემიწავლენ აქედან.

ამ ფაქტების გამოვლენა შესაძლებელია ამ ეტაპზე?

რა თქმა უნდა. საკმარისი იქნება თუნდაც საკოორდინაციო ცენტრის მივლინებების, პრემიების და დარიცხული ხელფასების სისწორის შემოწმება და მონიტორების საქმიანობის შესწავლა, რომლებსაც რეგიონში გოჩა სუთიძისჯიბის აგენტები“ ახორციელებენ.

 

 

კატო ჩულაშვილი, გაზეთი „ქრონიკა+“, # 15

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...