რუსი გენერალი უკრაინელების სარაკეტო დარტყმის შემდეგ დაიღუპა – წყაროები
რუსი გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი უკრაინაში, სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იტყობინებიან სხვადასხვა, მათ შორის პრო-რუსული წყაროები.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას გორიაჩევი მეხუთე სატანკო ბრიგადის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ 35-ე არმიის უფროსის მოადგილე გახდა, საბოლოო ჯამში კი ამავე არმიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
გორიაჩევი გახდა მეათე რუსი გენერალი, რომელიც ომში დაიღუპა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.