Jump to content
Planeta.Ge

ბაჩო ოდიშარია ადასტურებს, რომ კინოცენტრში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა


POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას ადასტურებს, რომ  დაინიშნა  კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში:

„რეორგანიზაციების საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს, ვეცდები ამის გამოსწორებას. მაგასაც გავარკვევ რატომ არის ეს პროტესტის საგანი.”

ჟურნალისტის კითხვაზე – ვერ ხვდება, რატომ შეიძლება იყოს ეს პროტესტის საგანი, ოდიშარია პასუხობს:

“წარმოდგენა არა მაქვს. იმიტომ, რომ არგუმენტი არ მომისმენია. კულტურის სამინისტროს ეკუთვნის კინოცენტრი, მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპია. (…) მე ვიცი, რომ წელიწადზე მეტია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის აქ ხელმძღვანელი და აქამდე ეს პროტესტი არ ყოფილა, თქვენც დამეთანხმებით ალბათ. ახლა რამ გამოიწვია ეს პროტესტი გავერკვევით. პროტესტის გამომხატველი ადამიანი როცა მოვა, დღეს ასეთი არ ყოფილა, გავერკვევი და მერე შემეძლება, რომ გიპასუხოთ დეტალურად.”

საქართველოს კინემატროგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზიის შედეგად 12 ივლისიდან თანამდებობების დატოვება მოუწევთ ნინო კუხალაშვილსა და მაკო ჭილაშვილს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის, სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...