Jump to content
Planeta.Ge

ანჯეი დუდა - ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ვეღარავის დაესხას თავს


პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი დღეს აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესებით, რათა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგების საშუალება არ მიეცეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დუდამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს აღარასოდეს ჰქონდეს პოტენციალი და შესაძლებლობა, თავს დაესხას სხვა ქვეყანას, გააფართოოს თავისი გავლენის სფერო ადამიანის სიცოცხლის, სხვისი საკუთრების, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ფასად.

ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის მხარდაჭერით, უკრაინა შეძლებს ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებას. პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის არმიის გამარჯვება იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების განდევნა ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან ანუ უკრაინის ყველა მიწიდან, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია უკრაინის ტერიტორიად. „ჩემი აზრით, სწორედ ასე უნდა დასრულდეს ეს ომი“, - აღნიშნა დუდამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...