„ნოვა კახოვკის“ ჰესზე თავდასხმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსების მიერ „ნოვა კახოვკის“ ჰესზე თავდასხმას ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ ეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან.
გახარია ამბობს, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება, რათა რუსეთის მხრიდან გენოციდი და ეკოციდი შეჩერდეს.
„ნოვა კახოვკის“ ჰესზე თავდასხმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის უკრაინელებს. მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება, რათა შეჩერდეს რუსეთის მხრიდან გენოციდი და ეკოციდი! უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს!"- წერს გახარია.
tvpirveli
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.