Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით - ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან


რუსი ტერორისტები. კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას.

„მათ არც ერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...