Jump to content
Planeta.Ge

დნიპროში საცხოვრებელ კვარტალში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულები


დნიპროში, საცხოვრებელ უბანში, რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 22 პირი კი დაშავდა.

დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, გოგონას ცხედარი ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს.

მისივე თქმით, დაშავებულთაგან ხუთი ბავშვია, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...