დაკარგული მილიონები, გასანადგურებლად გამზადებული რარიტეტული, იშვიათი წიგნები და ქონება – სახელმწიფო აუდიტმა თსუ-ის შემოწმების სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა
კორუფცია, უფლება-მოვალეობების გადამეტება, დაკარგული მილიონები და გამქრალი, მილიონებად შეფასებული, სახელმწიფო ქონება – დასკვნა, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სისტემის შემოწმების შემდეგ, მსგავსად სკანდალური დასკვნა მას შემდეგ არ გამოქვეყნებულა, რაც თავის დროზე კონტროლის პალატის (ახლანდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური) იმჟამინდელი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ხელმოწერით იქნა გასაჯაროვებული, რომლიც იუსტიციის სამინისტროს შემოწმების შედეგებს ასახავდა.
სულხან მოლაშვილს რა ბედი ეწია, ამის მოსწრე ვართ. „ქართული ოცნება“ შეიძლება ასე „შორს“ არ წავიდეს, მაგრამ თუ „ზემოთ“ „თემა შეთანხმებული“ არაა, ასეთ შემთხვევაში, უახლეს მომავალში თანამდებობას აუცილებლად დატოვებს აუდიტის სამსახურის უფროსი და ის პირები, ვინც განათლების სისტემა შეამოწმა. ამ დასკვნის საფუძველზე კი სამუდამო თუ არა, ხანგრძლივი პატიმრობა არ ასცდება განათლების ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.
აქ კიდევ ნიშანდობლივია ერთი საკითხი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული საგანმანათლებლო სივრცე 2021 წელს შემაოწმა, თუმცა დასკვნა 2023 წლამდე არ გამოქვეყნებულა. რთული სათქმელია იხილავდა თუ არა დღის შუქს ეს დასკვნა ჩხენკელი ისევ მინისტრი რომ იყოს. თუმცა, აუდიტი ამ კითხვაზე გვიპასუხებდა, რომ ყველა დასკვნა ოფიციალურ საიტზე იტვირთება, როგორც კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორაა საგანმანათლებლო სისტემა ჭაობში ჩაფლული. მაგრამ 2 წლის წინანდელი 2 წლის შემდეგ რომ გასაჯაროვდა, ეს ფაქტი დაეჭვების საფუძველს ნამდვილად იძლევა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემაოწმა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
დასკვნა იმდენად სკანდალურია და იმდენად საგანგაშო, რომ „თაიმერმა“ გადაწყვიტა თითოეული შემოწმებული ობიექტის შესახებ ცალ-ცალკე მოგაწოდოთ ინფორმაცია.
სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ საქართველოს ალმა-მატერის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის შემოწმების მასალებს.
რა ხდება საქართველოს პირველ უნივერსიტეტში, თსუ-ში?!
ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, თავს მოიკლავდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დებს ფაქტებს, თუ როგორ ძარცვავენ 102 წლის უნივერსიტეტს თანამედროვე „წითელი კაციჭამიები“.
გაფრთხილება! – ქვემოთ მოყვანილი ყველა ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნიდანაა ამოწერილი! ამდენად, თუ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია მიმართოს ქვეყნის მთავარ აუდიტს!
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა საბუღალტრო გატარებების სრული ბაზა, რის საფუძველზეც მომზადებულია ფინანსური ანგარიშგება. უნივერსიტეტის მიერ სააღრიცხვო ჩანაწერებისთვის გამოიყენება პროგრამა MS Excel, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების, ასევე ინფორმაციის დაცვასთან და შენახვასთან დაკავშირებულ რისკებს. წარმოდგენილი ფაილების დამუშავება კი, მოითხოვს დიდ დროით და ადამიანურ რესურსს.
თსუ-ს სწავლის გადასახადიდან აღრიცხული აქვს მოთხოვნები − 7 674 645 ლარი, ვალდებულებები − 4 961 340 ლარი და შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან− 57 992 331 ლარი, საიდანაც ფინანსურ ანგარიშგებაში 2021 წლის 31 დეკემბრის კურსით ასახულია 340 232 დოლარის კრედიტორული დავალიანება.
კრედიტორულ დავალიანებაში არ არის გამიჯნული ფულადი და არაფულადი მუხლები. მოცემული თანხების სრულად 31 დეკემბრის კურსით გადაანგარიშება არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული კურსით გადაანგარიშდება ფულადი მუხლები.
აღრიცხული აქვს 110 095 ლარის სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები, რომლებიც უნივერსიტეტის განმარტებით, 2010 წელს შემოერთებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აქტივია. აქტივის დოკუმენტაცია უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მოცემული აქტივი არ გამოიყენება.
2020 წელს მიღებული ერთი და იგივე აქტივი აღიარებული აქვს როგორც 2020წელს, ასევე 2021 წელს. შედეგად, გაზრდილია ძირითადი აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება − 123 250 ლარით.
ძირითად აქტივად აღრიცხული აქვს საბიბლიოთეკო ფონდი, სულ − 27 226 207ლარი. მოცემული აქტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტმავერ წარმოადგინა, ასევე ობიექტის განმარტებით აღრიცხული აქტივები, გარდა თანამედროვე და პოპულარული გამოცემებისა, ასევე მოიცავს რარიტეტულ და იშვიათ გამოცემებს, დაზიანებულ და ჩამოსაწერ წიგნებს, თუმცა ზუსტი თანხობრივი იდენტიფიცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
2021 წელს მიღებული აქტივებისათვის არ აქვს გამოყენებული ცვეთის პროპორციულად დარიცხვის მეთოდი. შედეგად, გაზრდილია ცვეთის ხარჯი, სულ − 125 730 ლარით. ძირითად აქტივებში აღრიცხული აქვს: 122 515 ლარის ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც უნივერსიტეტის განმარტებით, განადგურებულია, არ ექვემდებარება აღდგენას, სრულად სარეაბილიტაციოა, დანგრეულია, სარეაბილიტაციოა ან/და სარემონტოა, საიდანაც 59 236 ლარის აქტივები არ არის რეგისტრირებული მის სახელზე ან უნივერსიტეტი საკადასტრო კოდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს; 80 242 ლარის ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც უნივერსიტეტის განმარტებით, არ გამოიყენება და არის გადაცემის პროცესში, თუმცა, უნივერსიტეტი გადაცემის დოკუმენტაციას და საკადასტრო კოდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს; 3 129 547 ლარის ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც უნივერსიტეტის განმარტებით, არ გამოიყენება იმის გამო, რომ უნივერსიტეტი ვერ ახორციელებს მათზე ფაქტობრივ კონტროლს. კერძოდ, მითითებულ შენობა-ნაგებობებში განსახლებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები/უნივერსიტეტის თანამშრომლები. ამასთანავე, 101 222 ლარის აქტივებზე უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია საკადასტრო კოდების შესახებ და განმარტა, რომ ქონება არარისრეგისტრირებული.
ასევემ, თსუ-ს: აღრიცხული აქვს 688 775 ლარის შენობა-ნაგებობები, რომლებიც არარის რეგისტრირებული მის სახელზე ან უნივერსიტეტი საკადასტრო კოდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს; აღრიცხული აქვს 5 615 511 ლარის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი არ ფლობს. უნივერსიტეტმა რიგი აქტივების შესახებ გაკეთებული განმარტებების საფუძვლად წარმოადგინა 2016 წლის ქონების ინვენტარიზაციის უწყისი, რომელიც სრულად ვერ შედარდა უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. 2020-2021 წლებში კი, ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და უნივერსიტეტს არ განუხილავს გაუფასურების ინდიკატორების არსებობის საკითხი.
„შედეგად, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კოლეჯის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების სისრულის შესახებ“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია ხარჯი და შემოსავალი, სულ − 24 594 478 ლარით.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია გრანტები, გარე ტრანსფერები, სხვა ხარჯები და სუბსიდიების ხარჯი 1 433 965 ლარით.
„უნივერსიტეტები სწავლის გადასახადის ოპერაციების აღრიცხვისთვის იყენებენგანსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას. არ არსებობს ერთიანი მიდგომა უცხოურვალუტაში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, თუ რომელი დღის კურსით უნდამოხდეს მოთხოვნის, ვალდებულების და შემოსავლის დარიცხვა. ამასთანავე, წარმოდგენილი ბაზებით არ არის იდენტიფიცირებადი, რომელი მუხლი წარმოადგენსფულად და არაფულად მუხლებს. ბუღალტრულად აღრიცხულ თანხებსა დაინდივიდუალურ დავალიანებებს შორის კი, ფიქსირდება სხვაობები“, – წერია აუდიტის დასკვნაში.
პ.ს. „თაიმერი“ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ამ სკანდალური დასკვნის სხვა ნაწილებს. შემდეგი სტატიით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე მოგითხრობთ.
timer.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.