სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ
პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოიყენოს ვეტო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფხიზლად დგას, რომ არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ გზას. ყველა მასობრივი დემონსტრაცია მხარს უჭერდა თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გადიოდა ქუჩაში, რათა დაეცვა თავისი იდეალები, როდესაც მათ საფრთხე ემუქრებოდა. 2019 წელს ივნისში რუსეთის დუმის წარმომადგენლის მიერ დაირღვა ოკუპაციის კანონი, კითხვა დაისვა იმ ადამიანების პროევროპულ ორიენტაციასთან დაკავშირებით, რომლებმაც ის მოიწვიეს; თებერვალში, 2022 წელს მოხდა უკრაინის მიმართ ჩვენი სრული დემონტრაციის სოლიდარობა, 2022 წლის ივნისში კი – ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა, ვიდრე ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე; მარტში, 2023 წელს საქართველოს მოსახლეობამ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით დაინახა საფრთხე სამოქალაქო საზოგადოებისადმი, არასამთავრობო სექტორისადმი და ჩვენი ევროპული მისწრაფებებისადმი.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების თვალსაზრისით ყველა ნაბიჯს ვახორციელებ ამ მიზნების მხარდასაჭერად. ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია, ეროვნული შერიგება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ვამაყობ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ხელშეკრულება ბოლომდე რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. სამჯერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეწყალებით იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო პოლიტიკური დაძაბულობა და შეთანხმება, რათა დადებულიყო, ეს გადაწყვეტილება, იყო მაღალი პოლიტიკური ფასის გამომწვევი პოლარიზებულ ატმოსფეროში. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ იმ დროს, როდესაც წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, დისკრეციული უფლებამოსილება პრეზიდენტისა უნდა იყოს თანასწორად პატივმიგებული მცირე თუ დიდი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს. შეიძლება, ჩემი ვეტო იყოს დაძლეული უმრავლესობის მხრიდან, მას მხარს დაუჭერს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რადგან ეს ეხება ძირითად პრინციპებს, რომლის ერთგულებიც ვართ ყველა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.