„ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, NATO-ს გულიზე ომს დავიწყებთო“ - გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს.
მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და შეფასებები არ უნახავს.
„ვინც რა თქვა საერთაშორისო პარტნიორებმა, მე არ ვიცი, არ მიყურებია. თუმცა არიან საერთაშორისო პარტნიორები, ამოფარებულები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ. რეალურად, რაც თქვა ბატონმა პრემიერმა, ყველაფერი ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო. მე მგონი ახალი არავის არ გაუჟღერებია არაფერი, ბატონი ზელენსკიც ამბობდა მაგას, NATO-ს გულიზე ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან. ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ისე შეფუთეთ ეს. ეს არაერთხელ უთქვამს მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფო ლიდერებს და გაიმეორა იგივე ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები. ახალი რა გაიგონეთ, ცოტა ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ოპოზიცია და ოპოზიციური არხებიც“, – თქვა ვახტანგ გომელაურმა [სტილი დაცულია].
გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.