Jump to content
Planeta.Ge

მედიის ცნობით, ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი საავიაციო წვრთნები გერმანიაში გაიმართება


ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი საავიაციო წვრთნები გერმანიაში გაიმართება, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

მედიის ცნობით, ნატო-ს ქვეყნების საჰაერო ძალების წვრთნები ორ კვირაში დაიწყება, რაც ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

როგორც მედია წერს, თითქმის ყველა მანევრი გერმანიის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორის, ინგო გერჰარცის ინფორმაციით, წვრთნებში 250-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობს, მათგან ასამდე აშშ-ის საჰაერო ძალებიდან. გერჰარცმა განაცხადა, რომ წვრთნებმა საჭიროების შემთხვევაში მოკავშირეების სწრაფი რეაგირების მზადყოფნა უნდა აჩვენოს.

მისივე თქმით, რუსეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს „მხოლოდ იზოლირებული მანევრებია“ დაგეგმილი და მხოლოდ თავდაცვითი სცენარების შემუშავება იგეგმება.

მედიის ინფორმაციით, საავიაციო წვრთნები დაგეგმილია სამოქალაქო ავიაციის მაკონტროლებლებთან და „Eurocontrol“-თან მჭიდრო კოორდინაციით, რათა მანევრებმა დისკომფორტი არ შეუქმნას სამოქალაქო ავიაციას.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...