Jump to content
Planeta.Ge

EU-ს მხრიდან არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული ტერმინი ოკუპაცია - სამხარაძე


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ როცა ევროკავშირი დემარშში საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რუსეთის სანქცირებას სთხოვს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთს საქართველოს მთლიანობაც აქვს დარღვეული.

სამხარაძის მტკიცებით, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში დღემდე დაფიქსირებული არ არის ტერმინი ოკუპაცია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით.

„ეს არის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური, როდესაც ევროკავშირს სურს, საქართველომ იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს ევროკავშირი, იმიტომ რომ ის არის ჩვენი პარტნიორი და საქართველო მიაჩნია პარტნიორად. ამაში არც გასაბრაზებელი, არც გასაკვირი და არც საწყენი არაფერი არ არის. ლოგიკურია ეს მათი მოთხოვნა. თუმცა მეორე მხარეს დგას ინტერესები – ევროკავშირს საკუთარი აქვს, ჩვენ – ჩვენი.

ჩვენი ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის მხრიდან არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში დღემდე, ვგულისხმობ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას, არ არის დაფიქსირებული ტერმინი ოკუპაცია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით.

მეორე – გუშინდელი დემარშის დოკუმენტში ნახსენებია სანქციები, რომელიც დაკისრებული აქვს რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენტიტეტის და სახელმწიფოებრიობის დარღვევისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი რომ დაარღვია რუსეთმა, როდესაც საქართველოსთან მოდიხარ ასეთი თხოვნით, იქნებ ესეც იყოს გათვალისწინებული ევროკავშირის მხრიდან.

ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ევროკავშირს, დახმარება გაეწია ჩვენთვის არაღიარების საკითხზე და ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების დოკუმენტებში ჩადებულიყო მსოფლიოს ქვეყნებისთვის ერთი პირობა, რომ ვინც აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ის ვერ მიიღებს ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან. ეს ჩვენი მოთხოვნები გათვალისწინებული რომ იყოს, საქართველოს ხელისუფლების ხელმოწერა ბევრად მეტ დოკუმენტზე იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან მიმართებით, ვიდრე დღესაა. ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოწვევები“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩმა ეკონომიკის მინისტრს რუსეთთან ფრენის დაწყების გამო დემარში 29 მაისს გამოუცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 30 მაისს აღნიშნა, რომ ამ დემარშით ევროკავშირმა საქართველოს რუსეთის დასანქცირება მოსთხოვა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...