Jump to content
Planeta.Ge

შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა


მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ქალის სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა ედებოდა ბრალად, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ განცხადებას „უფლებები საქართველო” ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ქალს 2022 წლის 23 ნოემბერს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ორი თვის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ბოდბეში მოხდა.

„სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დღეს გამოტანილი განაჩენით, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა კაცს, რომელმაც 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეში „უფლებები საქართველოს“ ჩართვის შედეგად, არასრულწლოვანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ორგანიზაციის იურისტების მუშაობამ გამოავლინა არა მხოლოდ მათი მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო მამის მიერ მათი თანდასწრებით დედის მკვლელობის ფაქტით, ასევე, მამის მხრიდან შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ეპიზოდი”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...