Jump to content
Planeta.Ge

„შუა დერეფნის“ პოტენციალით საქართველოში ავოკადოს ჰაბი შეიქმნება - აფრიკელი მეწარმეები უკვე დაინტერესდნენ


საქართველოში კენიური ავოკადოს პირველ ლოგისტიკურ ცენტრი გორში, სამაცივრე მეურნეობა Tiriphoni Fruits-ის ბაზაზე გაიხსნა, რომელსაც კომპანია, Eximcrop მართავს. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.

Eximcrop-მა კენიური ავოკადოს პირველი პარტია სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ უკვე შეიტანა. ლოგისტიკური ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედი სამაცივრე საწყობები 100%-ით დატვირთოს და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავალი მიიღოს.

კომპანიის პარტნიორი სამაცივრე მეურნეობა, Tirifoni Fruits-ია, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

 

Eximcrop-მა საქართველოში „პუერტეს“ ჯიშის ავოკადო როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე დაგეგმილი რეექსპორტისთვის ჩამოიტანა. პირველი საპილოტე კონტეინერის მოცულობამ 24 ტონა შეადგინა, თუმცა იმპორტი გაგრძელდება. კომპანიამ ტვირთი აფრიკიდან Maersk-ის ხაზით, 40-დღეში ჩამოიტანა.

Eximcrop-ის სტრატეგული მიზანია ქვეყანაში სავაჭრო ეკოსისტემის შექმნა, რაც იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტისა და ვაჭრობის დიჯიტალიზაციისთვის საქართველოს ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამოყენებას გულისხმობს. კერძოდ, კომპანია „შუა დერეფნის“ პოტენციალის ათვისებას აპირებს. ასევე, ავოკადო საქართველოდან ექსპორტზეც გავა, პირველ მიმართულებად კი უზბეკეთი მოიაზრება. ამასთან, ეკოსისტემის სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, პოპულარული პროდუქტები, როგორიც ავოკადო და ბანანია, საქართველოს პორტებიდან მეზობელ ქვეყნებს მიეწოდება.

მეტიც, საქართველოში Avocado Hub (ავოკადოს ჰაბის) გამოყენების მიზნით, Eximcrop-მა კენიაში ადგილობრივ მსხვილ კოოპერატივებთან ხელშეკრულებები გააფორმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია აფრიკელი მეწარმეების ინტერესებში შედის, ამიტომ უახლოეს მომავალში ავოკადოს იმპორტის ზრდა არის მოსალოდნელი.

აფრიკული ავოკადო უმაღლესი ხარისხისაა და მისი ფასი შედარებით დაბალია, რადგან ამ ქვეყანაში წარმოება, ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით იაფია. როგორც წესი, ხელმისაწვდომ ფასში ხარისხიანი პროდუქტი გასაღების ბაზრის მთავარი ფაქტორია, ამიტომ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ავოკადო გაიაფდება და პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ანუ ფასი დაეცემა და მოხმარება გაიზრდება. შესაბამისად, საქართველოში მისი მოხმარებაც გაიზრდება და პრემიუმ ნიშიდან პროდუქტი მასობრივ მოხმარებაში გადაინაცვლებს.

Eximcrop, „პუერტეს“ ჯიშის გარდა, წითელი და შავი ავოკადოს იმპორტსაც გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...