Jump to content
Planeta.Ge

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ


26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ფიცის დადების ცერემონიასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომლის თემაც იქნება „ეს დღე ჩვენია“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ქალაქში სხვადასხვა უწყებების სტენდები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ კუთხეს აჭარაში წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კი ზუგდიდსა და თელავში იქნება წარმოდგენილი.

17:10 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება.

იხილეთ 26 მაისის ღონისძიების პროგრამა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...