კახეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს. დაღუპული უზბეკეთის მოქალაქეა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით განზრახ მვკლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.