Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე


თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი.

მისი თქმით, მსგავსი კითხვების დასმა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელიც ქვეყნის „უკრაინიზაციას“ ცდილობს.

„არის თუ არა რუსეთი მტერი, ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანიც ესკალაციაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია, მაგრამ თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“, - განაცხადა კობახიძემ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...