ანა მალიარი - ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელ დამცველებს ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მალიარმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს.
„მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები. მათ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ოკუპანტები, რეალური მდგომარეობის გასამართლებლად, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იარაღის დეფიციტის შესახებ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.