Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.467

ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ფლობს სიტუაციას


PLANETA_INFO

1.023 views

ინტერვიუ ეროვნულების ერთ–ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან

 

,,პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი წარსული მოღვაწეობით და აწმყოთი არ გახლავთ ის პიროვნება, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მართოს. ეს არის გამორიცხული, რაც არ უნდა ძლიერი მრჩევლები ან ძლიერი გარემოცვა ჰყავდეს მას, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ფლობს სიტუაციას და მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი არის მხოლოდ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ის შეიძლება რჩევას ეკითხებოდეს ბევრ ადამიანს და ეს ბუნებრივიც არის. მე არ მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც რჩევას არ ეკითხებიან არავის. რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს და რაც არ უნდა განათლებული იყოს ადამიანი, როდესაც ის სახელმწიფოს მართავს, რა თქმა უნდა, ის რჩევებს უნდა ეკითხებოდეს თავისი გუნდის წევრებს ან მრჩეველთა საბჭოს. ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად სწორად იქცევა, რომ რჩევას ბევრ ადამიანს ეკითხება, ხოლო შემდგომში გადაწყვეტილებას თვითონ იღებს. თუკი ვინმეს რჩევას ეკითხება, ეს არანაირად დანაშაული არ არის, ეს ასეც უნდა იყოს. თავის დროზე შევარდნაძესაც რომ ჰყოლოდა მრჩევლები და ამ მრჩევლებისთვის ყური დაეგდო, ან სააკაშვილს რომ ყოლოდა მრჩევლები და მათი რჩევისთვის მოესმინა, დღეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე თვითონ იღებს და აღასრულებს კიდევაც თავის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ხუხაშვილის ფაქტორს, რაღაც მეცნიერებასავით უნდა შეიქმნას ალბათ ხუხაშვილის ირგვლივ, რადგან საკმაოდ ბევრი ჭორ–მართალი არის ამ ადამიანზე...მე ვფიქრობ, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ პიროვნების ირგვლივ არის ატეხილი, გარკვეულწილად გამოიწვია იმან, რომ გია ხუხაშვილს თავის დროზე არ ჰქონდა სტატუსი და ფაქტიურად სტატუსის გარეშე მუშაობდა ის საქართველოს მთავრობაში. ეს იყო ალბათ ერთგვარი შეცდომა იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს სტატუსი არა აქვს და როდესაც ის მუშაობს მთავრობაში, შემდგომში ეს ყველაფერი ხდება მითქმა–მოთქმის და გარკვეულწილად გაღიზიანების საფუძველიც. აბსოლუტურად ლეგალური იყო, როდესაც ბატონი ხუხაშვილის როლის ლეგალიზაცია მოხდა, როდესაც ის დაინიშნა ოფიციალურად პრემიერის მრჩევლად".

 

(,,ახალი თაობა" N107 (6108); ავტორი:ნონა ცაბაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...