Jump to content
Planeta.Ge

ლონდა თოლორაია - ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებაზე ვერ მივიდნენ კი არა, არ მივიდნენ - სწორი პოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უჭირავს, მათთვის მიუღებელია


საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების შეკრებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები „ვერ მოვიდნენ კი არა, არ მივიდნენ.“

მისივე თქმით, სწორი პოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უჭირავს, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ იმის შეხსენება გვჭირდება, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ამ ქვეყნის ინტერესებისთვის ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ჩემთვის ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. კიდევ ერთხელ, ამ ადამიანმა შეგვახსენა, რომ ქვეყნის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანი არის და მივესალმები იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზუსტად იმ ადგილზე დგას, რომელ ადგილზეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უნდა იდგეს. ასევე, ვისურვებდი, რომ ამ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, იმიტომ, რომ ეს ერთიანობის საჩვენებელი ღონისძიება იყო. აბსოლუტურად ნეიტრალური ღონისძიება იყო, სადაც სამშობლოს სიყვარულზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ მოვიდნენ კი არა, არ მივიდნენ. სწორი პოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უჭირავს, მათთვის მიუღებელია, ზოგადად ყველანაირი განსხვავებული აზრი მათთვის მიუღებელია. ყველა ღონისძიება, მათ შორის ასეთი პატრიოტულ მოტივებზე ჩატარებული ღონისძიება, მათთვის რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც ძალიან ხმამაღლა გვესაუბრებიან ქართველობაზე, ეროვნულ ინტერესებზე და დღევანდელი დღე სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანება“, - განაცხადა თოლორაიამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...