უკრაინული მხარე უკმაყოფილოა ვატიკანის გადაწყვეტილებით, რომ რომში დიდ პარასკევს ჯვრის ტარების მსვლელობაში, უკრაინელ მოზარდებთან ერთად, რუსი მოზარდებიც მონაწილეობდნენ
უკრაინული მხარე უკმაყოფილოა ვატიკანის გადაწყვეტილებით, რომლითაც დიდ პარასკევს რომში გამართული ჯვრის ტარების მსვლელობაში უკრაინელი მოზარდების გვერდით რუსი მოზარდებიც მონაწილეობდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, ამით ვატიკანმა აგრესორი და მსხვერპლი ქვეყანა ერთმანეთს გაუთანაბრა.
„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ პაპის ფრანცისკეს შეშფოთების გამო უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. სამწუხაროდ, იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ წლევანდელი პროცესია კიდევ ერთხელ დაიჩრდილა მსხვერპლისა და აგრესორის გათანაბრების მცდელობით. იმედგაცრუებული ვართ, რომ უწმინდესმა მხედველობაში არ მიიღო უკრაინული მხარის არგუმენტაცია“, – აცხადებს ნიკოლენკო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.