გელა აბულაძე - მოსამართლე მგელიაშვილის სამართლიანობა და პრინციპული მიდგომა საკითხისადმი, მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", რის გამოც ჩემს სასამართლო პროცესებს ჩამოაშორეს
ჩემო მეგობრებო,მინდა გამოვეხმაურო მოსამაეთლე დავით მგელიაშვილის,ჩემი სასამართლო პროცესიდან ჩამოშორების საქმეს.
მოგახსენებთ,ჩემი ექვსთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა მოსამართლე დავით მგელიაშვილს.მისი პირველი პრინციპული გადაწყვეტილება იყო,ჩემი და ანზორ ფიფიასთვის აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის,გირაოთი შეცვლა და ჩვენი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება, - ამის შესახებ, პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული, პარტია "საქართველოსთვის" და წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მგელიაშვილის სამართლიანობა და პრინციპული მიდგომა საკითხისადმი, მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", რის გამოც სასამართლო პროცესებს ჩამოაშორეს.
მისი თქმით, მგელიაშვილის სამართლიანობა და პრინციპული მიდგომა საკითხისადმი, მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", რის გამოც სასამართლო პროცესებს ჩამოაშორეს.
"მას შემდეგ ჩატარდა რამოდენიმე სასამართლო სხდომა,სადაც მიმდინარეობდა ბრალდების მოწმეთა დაკითხვა.მთელი ამ პროცესის დროს მოსამართლის მხრიდან აშკარად გამოკვეთილი სამართლიანობა და ღირსეული ,პრინციპული მიდგომა საკითხისადმი,ეტყობა მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისათვის და რაღაც მექანიზმებით შეძლეს ჩამოეშორებინათ ჩემი სასამართლო პროცესებიდან..
ხელისუფლების ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ მზაობას, რომ ნებისმიერ ფასად ჩამოიშორონ გზიდან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი...
უღრმეს მადლობას ვუხდი მოსამართლე დავით მგელიაშვილს სამართლიანობისთვის,პრინციპულობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ!
მადლობას გიხდით თქვენ,ჩემო მეგობრებო უზარმაზარი ნდობისა მხარდაჭერიათვის.გპირდებით,რომ არ დავნებდები..ბრძოლა გრძელდება!!!", წერს გელა აბულაძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.