ვოლოდიმირ ზელენსკი - ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ ნამდვილი რუსული ბოროტება დაინახა - რუსული ბოროტება სწორედ აქ, უკრაინაში დაემხობა და ვეღარ აღდგება
რატომ კლავს რუსეთი, რატომ დასცინის, აწამებს, ატერორებს? ის ცდილობს ხალხის ღირსების მოსპობას, იმისთვის, რომ კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ მტვერი იყოს მათ ფეხქვეშ, ვინც ძალაუფლებას ფლობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში განაცხადა.
მისი თქმით, ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ ნამდვილი რუსული ბოროტება ნიღბის გარეშე დაინახა.
„ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ დაინახა რუსული ბოროტება, ბოროტება შენიღბვის გარეშე. დაინახა ის, რის მოტანას ცდილობდა კრემლი უკრაინის სხვა ქუჩებში, ევროპის, მსოფლიოს ქუჩებში, რომელიც შეიძლება დაეპყრო რუს ოკუპანტებს, რომ არა თქვენ, რომ არა ჩვენ, რომ არა უკრაინელები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს ბრძოლა თავისუფალი სამყაროს საფუძვლების დასაცავად.
"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. რუსული ბოროტება დაემხობა სწორედ აქ - უკრაინაში და ვეღარ აღდგება. კაცობრიობა გაიმარჯვებს, მაგრამ კაცობრიობას უნდა ახსოვდეს ყველა უკრაინული ქალაქი, რომლის გმირობა და სიმტკიცე მომავალს აძლევს ყველას, ვინც აფასებს ყველაზე მნიშვნელოვანს - სიცოცხლეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად, ბუჩაში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას,
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.