ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ უნდა შეაფასოს როგორ და რატომ სარგებლობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ისეთი ახალგაზრდებით, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული
როდესაც კონკრეტული მოძალადეები ე.წ. „მოლოტოვის“ კოქტეილებითა და ქვების დაშენით უპირისპირდებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს არა უცხოელი აგენტების, არამედ სახელმწიფო ინტერესების კარნახით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოძალადე ახალგაზრდები დაკავშირებულები არიან რადიკალურ ოპოზიციასთან.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მოძალადე ახალგაზრდები პირდაპირ იყვნენ დაკავშირებულები რადიკალურ ოპოზიციასთან. ამ შემთხვევაში, ეს კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდა დაკავშირებული იყო ბოლშევიკურ „ტროიკასთან“ ეს არის ვაშაძე - გირჩი - ხოშტარიას სამეული. შეგახსენებთ, რომ ისინი არიან უცხოელი აგენტები. ხოშტარია იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით არის აკრძალული. ასევე, „გირჩი“ იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, რაც ასევე არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა. ეს არის ის საკითხი, რაზეც საზოგადოებამ უნდა გაამახვილოს განსაკუთრებული ყურადღება თუ, რატომ აწყობდნენ უცხოელი აგენტები შეთქმულებას საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ, რატომ ახორციელებდნენ შტურმს პარლამენტის შენობაზე, ასეთი მოძალადე ახალგაზრდები ვის, რას წარმოადგენენ.
როცა ხდება ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენა, როდესაც კონკრეტული მოძალადეები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებითა და ქვების დაშენით უპირისპირდებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს არა უცხოელი აგენტების, არამედ სახელმწიფო ინტერესების კარნახით. რაც შეეხება ამ ადამიანს, მე ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს როგორ და რატომ სარგებლობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ისეთი ახალგაზრდებით, რომლებსაც აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული“, - განაცხადა კობახიძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.