Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.501

დამნაშავეებს თუ არ დავსჯით, ქვეყანა წინ ვერ წავა


PLANETA_INFO

1.105 views

ინტერვიუ საინფორმაციო პორტალ ,,პლანეტა. გე"-ს ხელმძღვანელ სოფიო ხორგუანთან

 

,,პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია წლების განმავლობაში, ვინც დევნიდა განსხვავებულ აზრს, ვინც ართმევდა ადამიანებს კერძო საკუთრებას, მათ ეს არ უნდა შერჩეთ. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ქვეყანა წინ ვერ წავა, თუ დაუსჯელობის სინდრომი ისევ დარჩება. მაშინ ახალი ხელისუფლებაც ჩათვლის, რომ რაც სურს, იმას გააკეთებს და დაუსჯელი დარჩება. ადეიშვილი ჩამოვა და იტყვის, რომ სახელმწიფო მოღვაწეა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, ასევე კოტე კუბლაშვილს ექნება იმის პრეტენზია, რომ სამართლებრივი რეფორმების ავტორი იქნება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დაუსჯელობის სინდრომი დასრულდეს. ეს არ უნდა იყოს გარიგების თემა. პოლიტიკური დიალოგის თემა შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები, სახელმწიფოს მოწყობის თემა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო კოდექსი და სხვა.

უნდა გავმიჯნოთ, რაზე შეიძლება დიალოგი და რაზე არა. რაზეც უკვე მოგახსენეთ, იმ თემებზე შეიძლება საუბარი, თანაც ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. სააკაშვილის მძევლად ყოფნა, დამერწმუნეთ, არც ერთ ადამიანს არ უნდა, არადა სააკაშვილი ისეთ ამნისტიას ითხოვს თავისი თანაგუნდელებისთვის და ისე საუბრობს შანტაჟის ენით, რომ ასეთი განცდა ადამიანებს გააჩნიათ; თუმცა მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილს არა აქვს იმის რესურსი, რომ მთელი სახელმწიფო მისი მძევალი იყოს. ის არ არის დღეს იმ ვითარებაში, რო ნაღმის აფეთქება შეძლოს. მისი წვრილმანი მავნებლობის შედეგებს ვხედავთ.".

 

(,,ახალი თაობა" N54(6055); ავტორი: თამარ ნინიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...