Jump to content
Planeta.Ge

კომპანია „გალფი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოდან ტრანსპორტირებას საწვავით სრულად უზრუნველყოფს


კომპანია „გალფი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოდან ტრანსპორტირებას საწვავით სრულად უზრუნველყოფს.

თურქეთის საელჩოს კოორდინაციით შეგროვებული საჭირო ნივთების ტრანსპორტირება დღეიდან იწყება და უახლოეს დღეებში 16 ტრაილერის

გაგზავნაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე იგზავნება მოთხოვნადი ნივთები: თბილი ტანსაცმელი, მშრალი საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები და სხვა.

აღნიშნულ ჰუმანიტარულ ტვირთს თურქული მხარე გაანაწილებს როგორც თურქეთის, ასევე სირიის რეგიონებში.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ალი ქაან ორბაისა და გალფის ვიცე პრეზიდენტ ნინო ჯიბლაძეს შეხვედრა დღეს დილას თურქეთის საელჩოში შედგა.

„ბატონ ელჩს კომპანია „გალფის“ განზრახვა გავაცანით. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით გვერდით დავუდგეთ მეზობელ ქვეყანას და ჩვენი წვლილი

შევიტანოთ ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საქმეში. „გალფი“ სრულად დაფარავს ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯებს საქართველოდან თურქეთში“, - განაცხადა ნინო ჯიბლაძემ.

(R)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...