Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პარტნიორები ჩვენივე გაკეთებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თვითონვე გვახსენებენ და გვეუბნებიან, რომ ეს წყალში არ უნდა გადავყაროთ


სამწუხაროდ, მოვიდა ის დრო, როცა ჩვენ გვახსენებენ, რაოდენ ბევრი გვაქვს გაკეთებული და ეს რომ წყალში არ უნდა გადავყაროთ, მე ასე გავიგე ლოიდ ოსტინის განცხადება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.

ლილუაშვილის თქმით, იმაზე, რაც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთის ყველა დედაქალაქში თავად უნდა საუბრობდნენ.

„სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ჩვენივე გაკეთებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თვითონვე გვახსენებენ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვესაუბროთ აქტიურად მათ, მოვუყვანოთ მაგალითები, რომელიც სამშვიდობო მისიებში ჩვენი მონაწილეობის, ასევე რუსეთის აგრესიის ჩვენი მოქალაქეების სისხლით გადახდის და ჩვენი დამსახურების მიმართულებით ყველა ჩვენი წვლილს უკავშირდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. იმის ნაცვლად, რომ ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდეთ დასავლეთის ყველა დედაქალაქში, მოვიდა ის დრო, რომ ჩვენ გვახსენებენ, რაოდენ ბევრი გვაქვს გაკეთებული და ეს რომ წყალში არ უნდა გადავყაროთ, მე ასე გავიგე ეს განცხადება”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე პრეზიდენტის პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია ოკუპირებული ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობდეს რუსეთის წინსვლაზე უკრაინაში, რადგან ეს რუსეთის ინტერესებში შედის.

„როგორ შეიძლება იმ ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საუბრობდეს რუსეთის პოზიციების გამყარებაზე მის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, საუბრობდე ფრენების ნაწილში ცალმხრივ სურვილზე რუსეთის მხრიდან, ეს შედის რუსეთის ინტერესებში და მის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს შეაფასა პრეზიდენტმა გუშინ, მაგრამ ახლა ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ გვჭირდება კიდევ ერთი პერსონიფიცირებული პოლარიზაციის წყარო და არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის ეს პოლარიზაცია შეუქცევადი პროცესია. სჯობს საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს. აბსოლუტურად ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს პრეზიდენტმა, რაც მის დისკრეციულ უფლებებში შედის, რომ უზრუნველყოს სტატუსის მიღება. გასაგებია მისი კრიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ქმედებები და იმ მიზნის მხარდაჭერა, რაც ახლა ქვეყნის მოქალაქეებს გვაქვს”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...