Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - მისასალმებელია ე.წ. შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი, ამავე დროს მნიშვნელოვანია მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება


პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ზრდის ქვეყნის ბმას ევროკავშირთან.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტის დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ზრდის ე.წ. ქონექთივითს, ანუ ქვეყნის ბმას ევროკავშირთან, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ურთიერთობები თუ პოლიტიკური კავშირები. ამის საპირწონედ მისასალმებელია ე.წ. შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი, რომლის დაფინანსებაც თუ დაიწყება, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ამის გარდა, განსაკუთრებით ახლა, როცა რეგიონში განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, მნიშვნელოვანია მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად შედეგობრივად ვზრდიდეთ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას და პოლიტიკურ ნაწილში ხელისუფლება გამოდიოდეს პირდაპირ დამაზიანებელი განცხადებებით, პირდაპირ ურტყამდეს ჩვენს პარტნიორებს, პოლიტიკურად გზას იჭრიდეს და იმ ტოტს იჭრიდეს, რომელზეც თვითონ ზის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს. მისივე თქმით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...