კელი დეგნანი - ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და გაბედული
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს გამბედაობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„სახალხო დამცველის თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა. სახალხო დამცველის ოფისი არის ის არის ერთ-ერთი იმ მცირე უწყებებს შორის, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულები არიან დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები. შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული და უნდა იყოს მზად, აიღოს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა ელჩმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.