Jump to content
Planeta.Ge

უზბეკეთი უარს ამბობს რუსეთთან და ყაზახეთთან საგაზო კავშირის შექმნაზე


უზბეკეთი მზად არის გააფორმოს რუსეთთან კომერციული კონტრაქტი გაზის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ის არ აპირებს შეუერთდეს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ საგაზო კავშირს რუსეთთან და ყაზახეთთან, - Reuters-სი თანახმად ამის მის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტაშკენტი არასოდეს მიიღებს გაზის სანაცვლოდ შეთავაზებულ პოლიტიკურ პირობებს. მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ "ეს იქნება ტექნიკური კონტრაქტი "და "არ ნიშნავს კავშირს", - აღნიშნა მირზამახმუდოვმა.

Reuters - ის ინფორმაციით, ცივი ზამთრის ფონზე უზბეკეთი საწვავის დეფიციტს განიცდის და იძლებული გახდა უარი ეთქვა ჩინეთში დღეში ექვსი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტზე. დეფიციტის შესავსებად ქვეყნის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ქვეყნებთან (თუ რომელთან, არ არის მითითებული) ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ქვანახშირის და საწვავის ნავთობის დამატებითი შესყიდვის შესახებ. ამასთან ქვეყანაში დაწესდა აკრძალვა თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე.

მანამდე უზბეკეთთან გაზის კავშირის შექმნის ინიციატივა განიხილეს რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა – ვლადიმერ პუტინმა და ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა. თუმცა, ექსპერტების აზრით, არც ასტანა და არც ტაშკენტი არ არიან დაინტერესებული ასეთი კავშირით მეორადი სანქციების საფრთხის გამო.


მოსკოვს, ასტანასა და ტაშკენტს შორის სამმხრივი საგაზო კავშირის შექმნის წინადადების კომენტირებისას, 30 ნოემბერს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომან ვასილენკომ ხაზგასმით განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ტერიტორია გამოყენებულ იქნას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების თავიდან ასაცილებლა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...