Jump to content
Planeta.Ge

ძიუდო | გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა - „მებრძოლი“ ნახევარფინალში „გოლდენ გორს“ შეხვდება [ვიდეო]


გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ჩვენმა კლუბმა „მებრძოლმა“, მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას, ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო.

1669450640-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E

გორის კლუბმა „გოლდენ გორმა“ მეოთხედფინალში ესპანური „სტაბია“ 3:2 დაამარცხა. ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართული კლუბი „არეა“, რომელიც ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული,  პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და რეპაჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ გორი“ შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია – გორელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „მებრძოლი“ დაამარცხეს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...