Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.033

სად არის გამოსავალი


atrava

1.901 views

სიმართლე უნდა ვთქვა: მომბეზრდა ფსევდი პოზიტივი ჩვენი სუზერენიტატიდან რომ გამომდინარეობს, ოპოზიციური ბრავადა და მოსახლეობის გამუდმებული წუწუნი: ასე ცუდად ვცხოვრობთ, პატრონი არავინ გვყავს, უმუშევრები ვართ და ა.შ. არ არჩევნებისაგან ველოდები პოზიტიურ შედეგებს! სანამ სხვისი ხელის შემყურე ვიქნებით, მუდამ ასე იქნება. ღირსება დავკარგეთ! ხოლო ღირსება დაკარგულებს პატივს არავინ სცემს თუ არ ააქვს ძალიან ძალიან დიდი ფული, ან რესურსების ძალიან დიდი რაოდენობა. ბოდში, მაგრამ დღეს ბანანის რესპუბლიკის “პონტში” გავდივართ: ვითომ რაღაცას ვაკეთებთ, ვჩალიჩობთ, მაგრამ ერთ ადგილზე ვდგავართ. არ გვიყვარს, ბატონებო, ჩვენი თავი. თორემ თავზე არავის წამოვიჯენდით, მითუმეტეს რუსებს.

დავიწყოთ სოფლის მეურნეობიდან: ვიძახით რომ არ გვაქვს თანამედროვე ტექნიკა, არ არსებობს გადამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ. შევიხედოდ ნებისმიერ სოფელში: ყველგან ვნახავთ სასოფლო–სამეურნეო თუ სხვა დანიშნულების ტექნიკის ნაშთებს, რომლებიც წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო ნადგურდება. პატრონი კი მხოლოდ მაშინ გამოუჩდება როცა მის წასაღებად ან გადასაადგილებლად სხვები მივლენ. მაშინ ედება ყველაფერ ამას ოქროს ფასი…

არ ჰყოფნით ან არა აქვთ ჩვენს გლეხებს სასუქი! მომიტევეთ, მაგრამ არც ძველად ჰქონდათ და საქონლისა და შინაური ფრინველის ნაკელითა ნაცრის კომბირებით აპატივებდნენ მიწას და ძალიან კარგ მოსავალს ღებულობდნენ…

ამ ოცი წლის განმავლობაში შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველას უნდა, მინიმალური ენერგიის დახარჯვით მაქსიმალური მოგების ნახვა.

თუ სოფელში არ არის წყალი შეკავშირდით თქვე ოჯახაშენებულებო და თავად გაიყვანეთ იგი. ნუ უყურებთ ხელისუფლებას… ხომ ინახა გამოსავალი, მაშინ, როცა მთელ საქართველოს არ ჰქონდა დენი, სოფლებში მაინც უყურებდნენ ტელევიზორებს, იმიტომ რომ მოიფიქრეს წყლის გენერატორების დამზადება და მათი მორგება წყლის წისქვილებზე, გაზქურის სანაცვლოდ ღუმელზე აკეთებდნენ საჭმელს… სიმინდს წყლის წისქვილებშივე ფქვავდნენ…

თუ გლეხს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ დროულად შეესრულებინა ესა თუ ის სამუშაო, მაში იგი ნადს იძახებდა. სამაგიეროდ სხვებსაც ეხმარებოდა. არავინ არ წუწუნებდა და ხელისუფლებაც იძულებული იყო მათთვის მოესმინა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი კომუნისტებმა დაავიწყებინა ხალხს.

გადავიდეთ ახლა ქალაქში: (საყოველთაოდ გავრცელებული ცდომილება: უმარვლესობის აზრით, ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობებია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად). სინამდვილეში ეს ასე არ არის უფულოდ ქალაქში ნახევრად მშიერი არსებობა გაქვს მხოლოდ გარანტირებული. არადა არც ცოტა ფული შველის საქმეს. ქალაქელი უფრო მეტადაა დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ვიდრე გლეხი. გაცილებით მეტი პრობლემების წინაშე ვდგებით. გამოსავალი აქაც არის… მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით.

საქართველო არ არის რესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანა. განსაკუთრებით კი ისეთისა, როგორიც ნავთობი და გაზია. არც მრავალი სხვა სასარგებლო წიაღისეულით ვართ განებივრებული. ამიტომ აქცენტი მაღალ ტექნოლოგიებზე უნდა გაკეთდეს. ერთადერთი მაღალტექნოლოგიური მიღწევა, რაც საქართველოში მოხდა იყო პირველი და უკანასკნელი ქართული ხელოვნური თანამგზავრის კოსმოსში გაშვება გასული საუკუნის 90–იანი წლების შუახანებში. მას მერე საქართველოს ტექნოლოგიური გარღვევა არც ერთ სფეროში არ მოუხდენია. იქნებ ვინმემ შემომედავოს: “დიდგორი” და “ლაზიკა”, მოდერნიზებული სუ–25–ები, საქართველოში აწყობილი კომპიუტერები და ა.შ. ეს არ არის ტექნოლოგიური გარღვევა. ამ შემთვევაში სამაგალითოა იაპონია და სამხრეთ კორეა. ეს ის ქვეყნებია რომლებმაც პრაქტიკულად ნულიდან დაიწყეს და დღეს ეკონომიკურ ლიდერებს შორის არიან.

გაგრძელება იქნება

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...