ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს. პელოსიმ ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.
82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. ის მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის სავარაუდოდ კევინ მაკარტი შეცვლის. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, სენატში დემოკრატებს 50 მანდატი ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმით, მათ უმრავლესობა ექნებათ.
ჯერ გაურკვეველია ჯორჯიის შტატის შედეგი, სადაც მეორე ტური დაინიშნა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.