რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
მაშველებმა ტერიტორიიდან მათი უმეტესობის გამოყვანა დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.