Jump to content
Planeta.Ge

ანზორ ჩუბინიძე - ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა


სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია კითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას.

ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა.

„მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და ვუზრუნველყოფდი დაცვას. ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა“, – აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...