ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ქცევებსა და ნაბიჯებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რის გამოც მაღალი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარი გვექნება
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში „ქართული ოცნების“ ნაბიჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
მისივე თქმით, ამის გამო დიდი ალბათობით, ქევყანა მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„არის კითხვების ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ „ქართული ოცნების“ ქცევებს, ნაბიჯებს. ეს არის კითხვები, რომლის გამოც ძალიან მაღალი ალბათობით – 99 პროცენტიანით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე გვექნება უარი. ეს არის კითხვები, რის გამოც ვერ ვიღებთ სტატუსს. კითხვაზე, ომი გინდათ? პასუხია, ომი კი არა, ამ რაღაცების შესრულება გვინდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.