ვლადიმერ პუტინი - აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი, ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით - რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა.
”ეჭვგარეშეა, ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა მშვიდობისკენ შეიძლება იყოს გზა, რომელიც დაისახება მხარეების მიერ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ცნობილი ერთობლივი განცხადებების ყველა დებულების მკაცრად დაცვით”, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე.
პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას მიაღწიოს.
„ყველასთვის გასაგებია: აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი, ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით. ჩვენ გვაქვს დიდი კავშირები როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან და შეუძლებელია, ეს არ გავითვალისწინოთ“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში საკმაოდ რთული ვითარებაა და რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.