პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ხუთი პირი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.
განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა.
2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა დაექვემდებარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157 პრიმა, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.