Jump to content
Planeta.Ge

ღარიბაშვილი: წარმატებული რეფორმები განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დროს ქვეყნები რთული გამოწვევების წინაშე დგანან.

"ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობას და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნების და საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა აქვე აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხი დავიცვათ ამ რთულ დროს", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ერთობლივ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

"ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება", - თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ახლა ქვეყანაში ევროკავშირის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ:

"მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება, მალე მიიღოს".

საქართველოს პრემიერი უნგრეთს 26 ოქტომბერს ესტუმრა. ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ასევე შეხვდა უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერს. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...