ბექა ღვინიაშვილი ძიუდოში აბუ დაბის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა.
ფინალურ ბრძოლამდე ღვინიაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, მეორე ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაშიდ ბორჩაშვილს სძლია. მეოთხედფინალში ღვინიაშვილმა საბერძნეთის წარმომადგენელს, თეოდოროს ცელიდისს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.