Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიან მოწოდებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე


გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით მნიშვნელოვნად გაიზარდოს უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, იმ ფონზე, როცა უკრაინა თავს იცავს იქ შეჭრილი რუსეთის ძალების აგრესიისგან.

თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს სწერენ, რომ უკრაინისთვის 2023 წელს უკვე დაგეგმილი, 697 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა გაიზარდოს 2.17 მილიარდ დოლარამდე.

წერილს 22 ოქტომბერს გაეცნო გერმანიის სააგენტო dpa.
ბერლინს გარკვეული კრიტიკა შეხვდა უკრაინის ოფიციალური პირებისგან და საკუთრივ გერმანიის წიაღშიც, მისი უარის გამო უკრაინას გაუგზავნოს მძიმე შეიარაღება, მაგალითად საბრძოლო ტანკები. ბერლინი აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯების მოკავშირეებთან კოორდინირება სურს.
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...