ბორის ჯონსონი ლონდონში დაბრუნდა
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა.
ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს.
ჯონსონის ახლო მოკავშირე ჯეიმს დადრიჯი ჯონსონს ღიად უჭერს მხარს. ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერი რომ გახდეს, მას პარტიის ასი წევრის მხარდაჭერა სჭირდება.
ბორის ჯონსონმა თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საკუთარმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა. ამის მიზეზი კი, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პირის დაწინაურება იყო.
პარლამენტში ბოლო სიტყვით გამოსვლის დროს, ბორის ჯონოსნმა ფილმ ტერმინატორის ცნობილი ფრაზა თქვა hasta la vista, baby, რაც კვლავ დაბრუნების დაპირების მნიშვნელობითაა ცნობილი.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ლიზ ტრასი ბრიტანეთს 45 დღის განმავლობაში მართავდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.