Jump to content
Planeta.Ge

ირანში გრძელდება გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები


22 ოქტომბერს ირანში ქარხნებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იმ ფონზე, როცა უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციები.

22 წლის ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილა ისლამურ რესპუბლიკაში. აქციების ლიდერები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც იხსნიან თავსაბურავებს, სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს და ქუჩებში უპირისპირდებიან უსაფრთხოების ძალებს - მიუხედავად დემონსტრაციებზე სასტიკი ზეწოლისა, რომელსაც, უფლებადამცველების თქმით, ემსხვერპლა სულ მცირე 215 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი.

აქტივისტებმა გაავრცელეს მოწოდება ახალი აქციების ჩატარებისკენ, თუმცა ინტერნეტის ჩახშობის გამო ამ დემონსტრაციათა მასშტაბის შეფასება რთულია.

"შაბათს ... ერთად ვიდგებით თავისუფლებისთვის" - წერს აქტივისტი ათენა დაემი ტვიტერით, და აქვეყნებს უთავსაფრო ქალის ფოტოს, შეკრული და აწეული მუშტით.

სოციალური მედიით ვრცელდება ცნობები, რომ გაფიცვები ირანის რამდენიმე ქალაქს მოედო.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...