Jump to content
Planeta.Ge

თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT


ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ.

გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მსოფლიო პირველობის დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ.

ფინალში გასასვლელად გეგელაშვილი თურქ აჰმეტ დუმანს დაუპირისპირდება. ელბაქიძე – ყირგიზ ოროზობეკ ტოკტომამბეტოვს, ხოლო გამყრელიძე ბერძენ გეორგიოს კუგუმციდისს შეხვდება.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...