კიევმა დაითხოვა ყაზახეთში ელჩი, რუსების დახოცვაზე განცხადებების გამო
უკრაინამ თავისი ელჩი ყაზახეთში, პეტრო ვრუბლიოვსკი, სამსახურიდან დაითხოვა რუსების დახოცვის შესახებ აგვისტოში გაკეთებული განცხადებების გამო.
პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც ელჩი ოფიციალურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. ელჩი პეტრო ვრუბლიოვსკი სკანდალში გაეხვა მას მერე, რაც ცნობილ ყაზახ ბლოგერთან, დიას კუზაიროვთან ინტერვიუში თქვა: "რაც მეტ რუსს დავხოცავთ ახლა, მით ნაკლები მათგანის დახოცვა მოუწევთ ჩვენს შვილებს მომავალში".
მოსკოვი და ყაზახეთში მოქმედი რუსული ორგანიზაციები ასტანას სთხოვდნენ დიპლომატის გაძევებას ამ განცხადებების გამო. ყაზახეთის ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, თუმცა კიევს მიმართა მისი შეცვლის თხოვნით.
ზელენსკის თავის განცხადებაში ელჩის შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია.
ყაზახეთს, რომელიც რუსეთის ეკონომიკური მოკავშირეა, ოფიციალურად არ დაუგმია მოსკოვის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.