Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში შესაძლოა, "აგრესიული ჯიშის" ძაღლების გამრავლება და ყოლა აიკრძალოს


სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება.

გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენებს.

"მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი.

თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი აგრესიული ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა - თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა "აგრესიული ჯიშის" ძაღლის გამრავლება, მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ "აგრესიული ჯიშის" ძაღლების გასეირნება, შესაძლოა, აეკრძალოს 16 წლამდე ადამიანს.

"თბილისში გვაქვს შეზღუდვა, გამონაკლისებში ზის აგრესიული ჯიშის ძაღლები, რომელზეც დამატებით შეზღუდვები ვრცელდება, თუმცა არ არსებობს ნუსხა, რომელი ძაღლები არიან აგრესიულები. საყოველთაოდ ცნობილი რა ჯიშებიც არის, გასაგებია და მაგით ვხელმძღვანელობთ და ხდება ადამიანის სანქცირება. ზოგი ნაკლებად ერკვევა ცხოველებში და ზოგი მეტად - მაგალითად, პიტბულის პატრონი ბევრი მინახავს, რომ არ იცის, ეს ჯიში აგრესიულია და რადგან მას არ კბენს და მასთან თვინიერია, მშვიდია", - თქვა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელმა "კვირის" პრესკლუბში.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ვარაუდობენ, საკანონმდებლო განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...